|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ტერიტორია ვერ მოიძებნა

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ტერიტორია ვერ მოიძებნა. მას შემდეგ, რაც ჭოგნარის მოსახლეობის პროტესტის გამო ნაგავსაყრელის მშენებლობა შეჩერდა, ახალი ტერიტორიის მოძებნა დაიწყო. 

როგორც "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" "ნიუპრესთან" საუბარში ადასტურებენ, ტერიტორია ამ დრომდე ვერ შეირჩა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დაზუსტებით ინფორმაცია სექტემბრის პირველ ნახევარში ექნებათ.

"მიმდინარეობს ადგილების შესწავლა, როგორც იცით, თავის კრიტერიუმები აქვს. ამიტომ ჩვენი წარმომადგენლები პერიოდულად მოდიან იმერეთში, არჩევენ ადგილს, რომელიც არ უნდა იყოს ახლოს მოსახლეობასთან. ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში გვეცოდინება, სად მოეწყობა ნაგავსაყრელი"-აცხადებენ კომპანიაში. მათი თქმით, სამუშაოები ვადებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მოძებნა დაჩქარებულად მოხდება.

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რისთვისაც  26 მლნ. ევრო გამოიყო. ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების დასრულებდ ვადად 2018 წელი იყო მითირებული. თუმცა სამუსაოები ჯერ არც დაწყებულა. მიზეზი მოსახლეობის პროტესტია. ადგილობრივების თქმით, ტეროტორია მათ საცხოვრელბელბთან ახლოსაა და მათ პრობლემებს უქმნიდა. პროტესტის გამო ჭოგნარში ნაგავსაყრელის მშენებლობა შეჩერდა. ახალი ნაგავსაყრელი იმერეთი გარდა,  რაჭასა და ქვემო სვანეთს მოემსახურება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა