|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რეგიონი მსოფლიოს გარემოსდაცვით კამპანიას შეურთდა

იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას "დავასუფთაოთ მსოფლიოს" შეურთდა. მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში ასეულობით მოხალისემ ტყე–პარკები, სკვერები, საჯარო სკოლებისა და საბვშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავა.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია თერჯოლა–ქუთაისის გზის მოანკვეთზე მიმდინარე დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ. მხარის რწმუნებულმა მსგავსი ტიპის კამპანიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი აქციები რეგიონში მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
დაბინძურებული გარემოს დასუფთავების კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით ყოველ სექტემბერს ტარდება და დღეისათვის მასში მონაწილეობას 135-მდე ქვეყანა იღებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი