|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციამ 2020 წელს 692 797 ლარი დახარჯა

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციამ ჯამში 692 797 ლარი დახარჯა. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. ორგანიზაციამ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების 2020 წლის ხარჯები შეისწავლა. 

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ადმინისტრაციაში ხელფასებზე 560 940 ლარი გამოიყო, ხოლო პრემია, ჯილდო, დანამატებზე 3 650 ლარი დაიხარჯა.

იმერეთის გუბერნიას 12 ავტომობილი ემსახურება, მათ შეკეთებაზე გასულ წელს 36 960 ლარი დაიხარჯა. ჯამში,  2020 წელს იმერეთის გუბერნიამ 26 981 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 61 517 ლარი შეადგინა.

იმერეთის გუბერნიამ ტელეკომუნიკაციებში 7 987 ლარი გადაიხადა. მივლინებებზე 11 907 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, 2020 წელს სარესტორნო მომსახურებაზე, სასმელ პროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და სხვა 9 836 ლარი გამოიყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად,   სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეულმა ხარჯებმა, ჯამში 5,182,978 ლარი შეადგინა.

ავტორი: ნიუპრესი