|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.

იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პერიოდიდან ოთხი წელი - რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე. ლევან კიკნაველიძე დღემდე „ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯია”-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი მუშაობდა: საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.

პირველი მოადგილის შტატი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ზვიად შალამბერიძე რამდენიმე თვის წინ გუბერნატორი გახდა. სწორედ მას ეკავა მანამდე ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა