|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთსა და აჭარაში 12 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

იმერეთში თოვლის მოსვლამ  ყველაზე მეტად  ვანის მუნიციპალიტეტი დააზარალა - ამის შესახებ ენერგო პრო ჯორჯიას ქუთაისის სერვის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დიდთოვლობის გამო იმერეთსა და აჭარაში შექმნილ სირთულეებზე ისაუბრეს.

სერვისების მართვის მენეჯერის გიგა მამისეიშვილის განცხადებით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა, გარდა ვანის რაიონისა, სადაც  აღდგენითი სამუშაოები ამ დროისათვისაც მიმდინარეობს. 

მისი თქმით,  შეფერხება არის ცალკეულ სოფლებში, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. 

თოვლმა პრობლემები ძირითადად მაღალმთიან სოფლებში შექმნა, როგორც იმერეთში, ასევე აჭარაში, სადაც 12 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მნიშვნელოვნად დაზარალდა ხულოს მუნიციპალიტეტი.

მამისეიშვილის განცხადებით, კომპანია ცდილობს მოსახლეობას დენი შეძლებისდაგვარად მალე მიაწოდოს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა