|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთისა და რაჭის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

 14 მარტს ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს:

ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ფიდერი „5ბ“ და ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 200 აბონენტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

ზესტაფონში 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ფიდერ „კვალითის დასახლების“ აბონენტებს ქ. ზესტაფონის კვალითის დასახლებაში.

11:00-დან 14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება ფიდერ „როხზე“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეუწყდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებს  წითელხევი, როხი, სალომინაო.

გადამცემ ხაზ „გლოლაზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს გლოლასა და შოვს.  

ავტორი: ადმინი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა