|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ერთ სულ მოსახლეზე თვეში მხოლოდ 298 ლარი ფიქსირდება

ქრონიკული სიღარიბის დონე საქართველოში, 2013-2016 წლების პანელური მონაცემებით, სტაბილურად 4 პროცენტი იყო, რაც 6-7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2009-2011 წლების მაჩვენებლებთან შედარებით.

რონდელის ფონდის კვლევის „სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში“ შედეგებით, სიღარიბის მაქსიმალური დონე 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მისმა დონემ ქვეყანაში 29 პროცენტი შეადგინა, ხოლო მინიმალური - 2016 წელს - 13.8 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, მთლიანი სახსრები (ფულადი და არაფულადი სახსრები) 2016 წელს ერთ სულზე, საშუალოდ, თვეში 329 ლარის დონეზე იყო, მთლიანი შემოსავლები (შემოსავლები, სულ ფულის სესხებისა და დანაზოგების გამოყენების გარეშე) - 293 ლარი თვეში, ხოლო ფულადი შემოსავლებით (ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, სულ) - 267 ლარი.

ერთ სულზე ნომინალური შემოსავლები ქალაქად, როგორც წესი, მაღალია სოფელთან შედარებით. ქალაქად იგი თვეში 331 ლარი იყო, ხოლო სოფლად - 257 ლარი.

 იმერეთში, ერთ სულზე შემოსავლები, 2016 წლის მდგომარეობით, 298 ლარი იყო, რაც 81 ლარით ნაკლები თბილისის მონაცემებზე. 


 

bm.ge

ავტორი: ნიუპრესი