იმერეთში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დააკავეს
                                                                                                                     
                
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ - ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება SONY- ს სასაქონლო ნიშნით და სავაჭრო ობიექტზე მათი რეალიზაცია მოახდინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















