იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა
იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან პაციენტები კოვიდცენტრებში გადანაწილდნენ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა, ხოლო 9 გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. " 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს,მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი ჯამში, 148 პაციენტმა დაამარცხა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქასირდა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი