|
  • EUR 1 = GEL 3.8137
  • USD 1 = GEL 3.2202
|

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  მარინა ეზუგბაიამ  განაცხადება.

მისი თქმით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმრავლესობა - 116 აჭარაში დაფიქსირდა, დედაქალაქში კი, 30  ახალი შემთხვევაა.  

„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შშემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

 მისი თქმით, ქვეყანაში  კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა