|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, საიდანაც ვირუსი 27 პირს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ "ოქროს ბირჟის" კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული, საიდანაც 190-მდე იმერეთის რეგიონის მკვიდრია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა