|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 47 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, იმერეთში - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 714, აჭარაში - 160, იმერეთში - 282.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი