|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის  517 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით,  დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.

ამ დროისაათვის იმერეთის საავადმყოფოებში 1 240 ადამიანი მკურნალობს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი. სულ ქვეყნის მაშტაბით კოვიდით გარდაცვალების 1 267 შემთხვევაა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა