|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 სათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის  99 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 60-მდე ქუთაისს ეკუთვნის.  ამის შესახებ იმერეთში მხარის რწმუნებულმა  ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ქალაქში დაემატა ახალი კოვიდსასტუმრო,  ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებში ახალი კოვიდმიმღები ცენტრები ამოქმედდება.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში  99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60-მდე ქუთაისს ეკუთვნის. ქალაქში შეიქმნა ახალი კოვიდსასტუმრო, 35 ადგილით. ასევე მუნიციპალიტეტებში გვემატება კოვიდმიმღები ცენტრები.  ყველა საჭირო შემთხვევაში მოხდება რეაგირება",-განაცხადა შალამბერიძემ.

მისი თქმით, გუშინ იმერეთში ათასამდე ტესტი გაკეთდა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს  კორონავირუსის 1186 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა