ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გადმოიყვანეს
იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 44 წლის ქალბატონი, გუშინ საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს, მას საზღვარგარეთ, მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს",- ამბობს ნადირაძე. ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 48 პაციენტი გამოაჯანმრთელდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა