|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსით კიდევ 84 ადამიანი დაინფიცირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 84, დანარჩენი მაჩვენებლები სხვარეგიონებზე ნაწილდება.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767.

მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 71, იმერეთში - 191.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში - 29. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში.

6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8.

 ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი