|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში მარნეულიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინში მოათავსეს

იმერეთში კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. საჩხერის შემდეგ, კიდევ ორ მუნიციპალიტეტში მარნეულიდან ჩამოსული 54 მოქალაქე იზოლაციაში მოათავსეს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, 28 ადამიანი თერჯოლაში, 26 ხარაგაულშია იზოლირებული.

მისი ინფორმაციით, მოქალაქეები ჩინური კომპანიის თანამშრომლები არიან და მარნეულიდან ხუთი დღის წინ ჩამოვიდნენ.

უსაფრთხოების მიზნით, ისინი ორი კვირის მანძილზე იზოლირებული და მედიკოსთა ყურადღების ქვეშ იქნებიან. საჩხერეში ორი დღის წინ მარნეულის 30 მკვიდრი შეიყვანეს.

ამ დროისთვის იმერეთში საკარანტონო ზონებში 385, თვითიზოლაციაში 384 მოქალაქეა.

100-მდე ადამიანმა კარანტინი უკვე დატოვა. საჩხერეში სამედიცინო ცენტრში მყოფი ოთხი ინფოცირებული პაციენტიდან სამს განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი