|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში მეხუთე საკარანტინე სივრცე წყალტუბოში იხსნება

იმერეთში მეხუთე საკარანტინე სივრცე იხსნება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მეხუთე სივრცე წყალტუბოში, სასტურმო "პრომეთეში" მოეწყობა, სადაც დღეს 52 მოქალაქეს შეიყვავენ.

ამ დროსთვის იმერეთში კარანტინში 288 პირია, თვითიზოლაციაში-229. ნაწილმა კარანტინი  თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო დატოვა.

რაც შეეხება ლაბორატორიას, დღეს ქუთაისში ლაბორატორიაში 15 ანალიზი შეამოწმეს და ყველა უარყოფითია. ამ დროისთვის იმერეთის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირების  რვა შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა