|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა

იმერეთში საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის ოთხ ზონაში 425 მოქალაქეა. 189 - საირმეში, 42 -საჩხერეში, 103 წყალტუბოს სანატორიუმში და 91 "წყალტუბო პლაზაში".

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დღეს  საკარანტინე ვადის გასვლის გამო თვითიზოლაციაში გადავა. დამაკმაყოფილებელი საჩხერის სამედიცონო ცენტრში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონა ვირუსი დაუდგინდათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი