|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ხელფასის, პრემიებისა და დანამატების სახით 22 323 636 ლარი გაიცა

 არასამთავრობო ორგნიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა სახელფასო ოდენობისა და გაცემული პრემიის შეეხება.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირთა სახელფასო ანაზღაურების, პრემიის, ჯილდოს, დახმარების ან/და სახელფასო დანამატთა სახით 22 323 636 ლარი გაიცა. აქედან, გამგეობებში/მერიაში სახელფასო ანაზრაურებაზე დაიხარჯა 17 217 253 ლარი, ხოლო საკრებულოებში - 5 106 383 ლარი.
მუნიციპალიტეტებში გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა, წლის განმავლობაში, 3 360 132 ლარი შეადგინა (გამგეობებში - 2 592 786 ლარი, საკრებულოებში - 767 346 ლარი).
ქუთაისის მერიაში თანამშრომლებზე გაიცა 2887721.72 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებზე 225659.42,  რაც ჯამში 3113381 ლარია.
ამავე წელს მერიაში პრემიის სახით გაცემულია450 455 ლარი. დანამატის სახით 195 541,46 ლარი. მატერიალურ დახმარებას გაცემულია 88985.04 ლარი. სულ გაიცა 734 981.5 ლარი.
საკრებულოში თანამშრომლებზე ხელფასის სახით წლის განმავლობაში გაიცა 403 200 ლარი, თანამდებობის პირებზე 309000 ლარ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემია ყველაზე დიდი ოდენობით გაიცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში (გამგეობა - 405 245 ლარი, საკრებულო - 95 025 ლარი).
 
აღებული პრემიის სიმცირით გამოირჩევა ბაღდათის გამგეობა (17 550 ლარი) და ხარაგაულის საკრებულო (1000 ლარი). ზესტაფონში ასევე დაფიქსირდა შემთხვევა როდესაც გაიცა საშვებულებო დანამატი, მსგავსი დეფინიცია კანონში არ არსებობს.
 
პრემია დანამატები არ გაცემულა ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
ორგანიზაციის კოორდინატორის იმერეთში ლელა მოწონელიძს განცხადებით, ორგანიზაცია მოუწოდებს მუნიციპალიტებს არ გაიცეს პრემია დანამატები დღესასწაულებზე და არ იყოს მასიური, რადგან პრემია გულისხმობს, რომ თანამშრომელმა ის დამსახურებით უნდა მიიღოს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა