|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რიცხვი - ზვიად შალამბერიძე

რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რიცხვი, რადგან შევძლოთ თითოეული პაციენტის მკურნალობა. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონის  12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

 
"ინფიცირებულებისათვის პირველადი დიაგნოსტიკიდან გამოჯანმრთელებამდე შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ყველა რგოლის მაქსიმალური ჩართულობა. კორონავირუსის ბრძოლაში ჩართული თითოეული თქვენგანი არ იშურებთ ძალისხმევას და 24-საათიან რეჟიმში გვერდით უდგახართ ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. თქვენ იცით, რომ რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რიცხვი, რადგან შევძლოთ თითოეული პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა. გარდა ამისა, ექიმთა ყველა რგოლი არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მე მჯერა, ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსის დამარცხებაში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
️სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა და რიგი ხარვეზები ადგილზე აღმოიფხვრა.
იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში 372 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
 

ავტორი: ნიუპრესი