|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ყველაზე მეტი დანამატი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ერიცხებათ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან ყველაზე დიდი დანამატი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეებს აქვთ.

ნიკა ლატარია და ბექა ყანჩელი  2 150 ლარის ოდენობით  სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებენ. მათი დანამატი ხელფასის 100%-იან ოდენობას წარმოადგენს. თითოეული წლის განმავლობაში ხელფასის სახით 25 800 ლარს და ამავე ოდენობის დანამატს იღებს. წლის განამვლობაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი და დანამატი ჯამში, 103 200 ლარია.

2016 წელს საკრებულოს აპარატში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ 35 საჯარო მოხელეზე თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიურმა საერთო ოდენობამ შეადგინა 27 300 ლარი (21 840 ხელზე ასაღები), ხოლო 9 შტატგარეშე თანამშრომლებზე 6 300ლარი (5 040 ლარი ხელზე ასაღები). ჯამში, მათმა წლიურმა ოდენობამ 403 200ლარი შეადგინა.

ორგანიზაციის ანგარიშს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი პასუხობს. ყანჩელის თქმით, საკრებულოს წევრები და მათ შორის მოადგილეები, ასრულებენ არა განაკვეთურ სამუშაოებს, მუშაობენ დამატებით კომისიებში და არა მხოლოდ სამუშაო საათებში, ამის გამო მათ ერიცხებათ დანამატი, თუმცა ყანჩელის განცხადებით, მას და ნიკა ლატარიას ყველა დანამატი გადარიცხული აქვს ქველმოქმედებაში, რაც ასახულია დეკლარაციებში.

საჯარო პირთა დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წელს ნიკა ლატარიამ ქველმოქმედებაში 45 000 ლარი გადარიცხა, ბექა ყანჩელმა  23 260 ლარი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა