იმერეთში ძლიერმა წვიმამ 8 მუნიციპალიტეტი დააზარალა
იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად 8 მუნიციპალიტეტი დაზარალდა. წყალდიდობებმა ძირითადან ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.
იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძე განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
"იმერეთის რეგიონში სულ 8 მუნიციპალიტეტი დაზარალდა, ძირითადი დაზიანებები იყო გზებზე, სასოფლო სავარგულებზე და ოჯახებში, სადაც მოხდა წყლის ნაკადის შევარდნა. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც სახელმწიფო შესაბამის რეაგირებაა მოახდენს",- ამბობს შალამბერიძე.
რწმუნებულის განცხადებით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნაშია შესაბამისი სამსახურები.
ცნობისთვის, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან სტიქიას გადაურჩა ვანისა და ხონის, ასევე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი