|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

„იმოქმედე კლიმატისთვის“– ქუთაისში მსვლელობა მოეწყობა

გლობალური მობილიზაციის დღის „იმოქმედე კლიმატისთვის“ აღნიშვნის მიზნით ქუთაისში ხვალ აქცია გაიმართება. 200-ზე მეტი მოქალაქე ქუთაისში პოსტერებითა და ტრანსპარანტებით მსვლელობას მოაწყობს. მსვლელობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტთან დასრულდება. პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ მიმართვას იმ მიზნით, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივი პოლიტიკის პრიორიტეტი გახდეს და ქალაქებმა 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა დაიწყონ.

"კლიმატის ცვლილებები რეალურია და ამას ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ. RICDOG 10 წელია თანამშრომლობს 350.org -თან და მათთან ერთად უკვე არაერთი გლობალური აქცია ჩავატარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული საფრთხის შესახებ და მაქსიმალურად მობილიზებული, რადგან კლიმატური ცვლილებები შეაჩეროს. შემოგვიერთდით,  ხვალ მსვლელიბას ვიწყებთ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან 14:00 საათზე" - განაცხადა RICDOG გენერალური მდივანმა კატო მარუქაშვილმა.

გლობალური მობილიზაციის დღეს 7-9 სექმეტბრის შუალედში 89 ქვეყანა აღნიშვნავს, მათ შორისაა საქართველო და ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 750 ღონისძიება გაიმართება. გლობალური მობილიზაციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა კლიმატის ცვლილებები გამოცხადდეს პრიორიტეტულ საკითხად ადგილობრივ თვითმმართველობებში და ქვეყნებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა და წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმას.

აქციას ორგანიზატორია 350.org საქართველოსთან ერთად სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”.

 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა