|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმოძრავებენ თუ არა ქუთაისში ქვეითი ინსპექტორები?

ორი თვის წინ დასუფთავებული რიონის სანაპირო კვლავ დაბინძურებულია. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 14 თებერვალს გაიმართა. იქამდე კი ღია ტიპის ნაგავსაყრელის თემაზე საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელეს და მოქალაქეებს ნაგვის დაყრისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ადგილზე ვიდეო კონტროლის დაწესება მოითხოვეს.

რიონის სანაპიროები განსაკუთრებით დაბინძურებული ხიდების მიმდებარედ არის. ადგილზე სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის გაჩერებებია მოწყობილი. ტრანსპორტის მომლოდინე მოქალაქეები კი ნაგავს უშუალოდ მდინარეში ყრიან, მიუხედავად იმისა, რომ  ადგილზე  ნაგვის ურნები დგას.

მსგავსი ტიპის დასუფთავების აქცია ქალაქში არაერთხელ მოეწყო, თუმცა მოქალაქეების თვითშეგნების გამო კვლავ  პრობლემა აქტუალურია. გამოჩნდებიან თუ არა თბილისის მსგავსად ქვეითი ინსპექტორები  ქუთაისში, ამ კითხვით  ქუთაისის მერიას მივმართეთ.

"მსგავსი ტიპის ღონისძიების განხორციელება არ შეუძლია ქუთაისის მერიას. თბილისს ამის უფლება კანონმდებლობით აქვს, რაც ქუთაისს არ გააჩნია", -განაცხადეს ქუთაისის  მერიაში. 

შეგახსენებთ, თბილისში დღიდან ”თბილსერვის ჯგუფის” ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისათვის დააჯარომებენ. ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან, ორ კილოგრამზე ზევით კი, ჯარიმა 150 ლარი იქნება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა