|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა თევდორაძე ქუთაისის მერს – ჯობია ჩვენს შეურაცხყოფას თავი დაანებოს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს კორექტულობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ, დღეს ბრიფინგზე  "პატრიოტების" იმერეთის  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ  განაცხადა. 

"ჩვენ არ გვიფიქრია მისი შეურაცყოფა და თვითონაც ჯობია ჩვენს შეურაცხყოფას თავი დაანებოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გუშინ უკვე დავაანონსეთ  ჩვენი რადიდიკალური გადაწყვეტილების შესახებ", – განმარტა ბრიფინგზე გოჩა თევდორაძემ.  
"პატრიოტების" განმარტებით, თუკი ქალაქის მერი ქალაქის სასიკეთო ნაბიჯებს არ გადადგამს მერსა და საკრებულოს შორის ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს. 
შეგახსნებთ, რომ ქალაქის მერმა დღეს დიმიტრი კოპალიანმა "პატრიოტებს" უზნეო პოლიტიკოსები უწოდა. ასევე, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ქუთაისში მიმდინარე პროცესების შესწავლისკენ მოუწოდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა