ქუთაისში ონკოლოგიის თანამედროვე ცენტრი გაიხსნა
ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ონკოლოგიის ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დასწრნენ.
მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა ცენტრის შენობა დაათვალიერეს და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, „ონკოლოგიის ცენტრი“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს იმერეთის რეგიონში, სადაც ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატის დამონტაჟება განხორციელდა, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს.
როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქრონიკულ ონკოლოგიურ პაციენტებს რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რადგან ცენტრში ონკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.
დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად „სამედიცინო კორპორაცია ევქსმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა