|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ლუდის ფესტივალი აღარ გაიმართება

ლუდის ფესტივალი, რომელიც კომპანია "ნატახტარის" მიერ, დედაქალაქსა და რეგიონებში ყოველწლიურად იმართებოდა, წელს აღარ ჩატარდება. მიზეზად ლუდზე აქციზის გაზრდასა და მის შედეგად გაყიდვების შემცირებას ასახელებენ.        მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. შედეგად ლუდის ბაზარი საკმაოდ შემცირდა, ამის ოფიციალური მონაცემები არსებობს. მარტი-აპრილის პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით შემცირდა. რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. ეს საკმაოდ არასასურველი მაჩვენებელია. იძულებულები გავხდით ლუდის ფესტივალები გაგვეჩერებინა"–აცხადებს კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.                                                                                     ლუდის მწარმოებელი კომპანიების აზრით, ისეთი მზარდი და წარმატებული სექტორისთვის, როგორიც ლუდის წარმოებაა, სადაც ბაზრის 97 პროცენტს ადგილობრივი ბიზნესი იკავებდა, ასეთი რეგულაციის შემოტანა, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივით საზიანოა და ეს ზიანი სხვა დარგებზეც სავალალოდ აისახება. კიდევ ერთხელ, მოითხოვენ მთავრობის, პარლამენტის და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ დროულად დაიწყოს ხელისუფლების მოლაპარაკებები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეგულაციის გაუქმებისა და ლუდის ბაზრის განვითარების მექანიზმების შემუშავებისთვის.                                                      ლუდის ფესტივალიეს იყო ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგი. და წელს მეექვსედ გაიმართებოდა. ფესტივალის დაფუძნების უპირველეს მიზანს ლუდის სმის კულტურის განვითარება, თანამედროვე სტანდარტების ღონისძიების მოწყობა და მისი მსოფლიო საფესტივალო სივრცეში ინტეგრირება წარმოადგენდა. ფესტივალი რამდენჯერმე გაიმართა ქუთაისში, რომელსაც რამდენიმე ასეული სტუმარი ჰყავდა და რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

წყარო:ibusiness.ge


 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა