|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში "C ჰეპატიტის" უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში c ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. ბაღში მოწყობილი კარავი, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ c ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩაიტარონ.
 "C ჰეპატიტის" უფასო სკრინინგ აქცია იმერეთში, მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ტარდება. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ამ დრომდე 250–მდე პაციენტმა "C ჰეპატიტზე" უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, "C ჰეპატიტის" მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.
 ქუთაისის ბულვარში დღეს მსურველებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა გამოკვლევა უფასოდ ჩაიტარონ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა