|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერის შესარჩევი კომისიის წევრი: "პატრიოტებთან" სტუმრად ვიყავი, "ოცნებაშიც" დავდივარ"

ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრი გელა მშვენიერაძე დაახლოებით ნახევარი საათის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფისს სტუმრობდა.

არსებული ინფორმაციით, მშვენიერაძე „პატრიოტებთან“ კონსულტაციებს გადის.

"პატრიოტების" ოფისში სტუმრად ვიყავი," – განუცხადა newpress.ge-ს მშვენიერაძემ. 

ქუთაისის მერის შესარჩევი კომისია შვიდი წევრისაგან შედგება. კომისიას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, "პატიოტი" თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიაში ასევე შედიან ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე. 

ქუთაისის მერის შესარჩევ კომისიაში საკრებულოს წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. აღნიშნული კომისიის წევრია ასოციაცია "საჩინოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ხურციძე, "იმერეთის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი" ნესტან ნებურიშვილი და ოირგანიზაცია "მილავრას" წარმომადგენელი ნინო დვალი. 

ხოლო გელა მშვენიერაძე კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ მიერ არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიამ ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე  კონკურსი მიმდინარე წლის 2 მაისს გამოაცხადა, ამ დროისთვის კომისიაში მერობის მსურველი 41  პირის განაცხადი შევიდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა