|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

პარ­კი­რების პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრო­ლი ქუ­თა­ის­ში და არა­ლე­გა­ლუ­რი სად­გო­მები

ქუ­თა­ის­ში არ­სებული ავ­ტო­მობილების სად­გო­მები არა­ლე­გა­ლუ­რად ფუნ­ქცი­­ნი­რებენ. პარ­კი­რების ად­გი­ლების 90%-ს მე­რი­ის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი იჯარის ვა­და გა­სუ­ლი წლის ზაფხულ­ში  გა­­ვი­დათ. მა­თი უმ­რავ­ლე­სობის უკან კი ყოფი­ლი თუ მოქ­მე­დი ჩი­ნოვ­ნი­კების ინ­ტე­რე­სები იკ­ვე­თება.

2007 წელს ქუ­თა­­სის მე­რი­ამ კონ­კურ­სის წე­სით პარ­კი­რების 31 ად­გი­ლი (10 ლო­ტად), 5 წლი­­ნი  იჯარით სარ­გებლობაში გა­დას­ცა ინდ. მე­წარ­მეებსა და კერ­ძო ფირ­მებს.

იმ დრო­­სათ­ვის ამ ად­გი­ლების უდი­დე­სი ნა­წი­ლი იჯარით ორ­მა კომ­პა­ნი­ამ, შპს „პარ­კინგ ჰოლ­დინ­გმა" და შპს „ერ­თობა 1"-მა აი­ღო. ეს უკა­ნას­კნე­ლი ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის ყოფი­ლი უფ­რო­სის, ირაკ­ლი ბერა­ძის ოჯახის ინ­ტე­რესებში შე­დის. ირაკ­ლი ბერა­ძე კი პარ­ლა­მენ­ტის ყოფი­ლი თავმჯდო­მა­რის, ნი­ნო ბურჯანა­ძის ახლო ნა­თე­სა­ვი­ა. თა­ნამ­დებობაზეც ნა­თე­საუ­რი კავ­ში­რებით მოხვდა.

ბერა­ძის დე­და კომ­პა­ნია „ერ­თობა 1"-ის 33%-ია­ნი წი­ლის მფლობელი­ა. ქუ­თა­ის­ში შპს „ერ­თობა 1"-ს პარ­კი­რების 14  ად­გი­ლი ეკუთ­ვნის.

ავ­ტო­მან­ქა­ნის სად­გო­მების ყვე­ლა­ზე დიდ რა­­დე­ნობას (23 ად­გი­ლი)  შპს „პარ­კინგ ჰოლ­დინ­გი" ფლობს. გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­­ნობას ქუ­თა­­სის საკ­რებულოს დე­პუ­ტა­ტის, კახაბერ ნემ­სიწ­ვე­რი­ძის და იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რის გო­ჩა თევ­დო­რა­ძის სახელები უკავ­შირ­დება. 

კომ­პა­ნი­ის უფ­ლებამო­სი­ლი პი­რი გო­დერ­ძი ქასრაშ­ვი­ლი­ა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს შპს „ი­მერ­ტრან­სის" ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნებელი და მი­სი 52%-ია­ნი წი­ლის მფლობელი­ა. გო­დერ­ძი ქას­რაშ­ვილს წარ­სულ­ში ქუ­თა­­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სამ­სახურის უფ­რო­სის თა­ნამ­დებობა ეჭი­რა.

შპს „ი­მერ­ტრან­სი" გა­სულ წლებში ქუ­თა­­სი-თბილი­სის მი­მარ­თუ­ლებით მიკ­რო­სა­მარ­შრუ­ტო ხაზებს ფლობდა. გო­დერ­ძი ქას­რაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ ეს ხაზები „ი­მერ­ტრანსს" შპს „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის" მეს­ვე­­რებმა ჩა­მო­არ­თვეს (რა­საც კომ­პა­ნი­აში უარყოფენ). „იბერიის ვარ­სკვლა­ვის" 24,5%-ია­ნი წი­ლი, 2008 წელს 73 ლა­რად გო­ჩა თევ­დო­რა­ძის დის მე­უღ­ლემ, ხვი­ჩა ღონ­ღა­ძემ შე­­ძი­ნა.

სა­მე­წარ­მეო რე­ეს­ტრის მო­ნა­ცე­მებით შპს „პარ­კინგ ჰოლ­დინ­გი" 2007 და­რე­გის­ტრირ­და და 100%-ით ლი­­ნა დო­ღო­ნა­ძის სა­კუთ­რებაა, რო­მე­ლიც ასე­ვე შპს „ავ­ტოტ­რან­სკორ­პო­რა­ცი­ის" ერთ-ერ­თი თა­ნამ­ფლობელი­ცაა (30%-ია­ნი წი­ლი).

შპს „ავ­ტოტ­რან­სკორ­პო­რა­ცი­ა" სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტში №48, №50 და №100 მიკ­რო­სა­მარ­შრუ­ტო ხაზების მფლობელი­ა. საკ­რებულოს დე­პუ­ტა­ტი კახაბერ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, რო­მელ­მაც „ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობიდან" ახლად­ჩა­მოყალიბებულ ფრაქ­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სში" გა­და­­ნაც­ვლა, აცხადებს, რომ №100 სა­მარ­შუ­ტო ხაზი მის ძმას ეკუთ­ვნის.

ბიზ­ნეს საქ­მი­­ნობებში ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირს სა­მი­ვე მხარე - გო­დერ­ძი ქას­რაშ­ვი­ლი,  გო­ჩა თევ­დო­რა­ძე და კახაბერ ნემ­სიწ­ვრი­ძეც  უარყოფს.

„ა­რა­ვი­თა­რი კავ­შირი არ მაქვს მა­გათ­თან. თევ­დო­რა­ძე ბოლოს ათი წლის წინ ვნახე," - აცხადებს გო­დერ­ძი ქას­რაშ­ვი­ლი.

გო­ჩა თევ­დო­რა­ძე ქუ­თა­ის­ში პარ­კი­რების ლობირებაში წი­ნა ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებს ადა­ნა­შა­­ლებს.

„წი­ნა ხელი­სუფ­ლების ინ­ტე­რე­სი იყო, კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობდნენ თავს, მათ მი­ერ ხელ­დას­მულ პი­რებს ჰქონ­დათ ტენ­დე­რები მო­გებული და ნხებს ისი­ნი კრებდნენ," - აცხადებს იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი გო­ჩა თევ­დო­რა­ძე, რო­მე­ლიც 2011 წლამ­დე „ერ­თი­­ნი ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იყო, ასე­ვე, გახლდათ წი­ნა მოწ­ვე­ვების პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი „ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობიდან". ამჟამად კი „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ქუ­თა­­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

2013 წლის მარ­ტში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რამ გო­ჩა თევ­დო­რა­ძე და­კითხა. და­კითხვის შემ­დეგ ბოლო დრომ­დე თევ­დო­რა­ძე აცხადებდა, რომ სამართალდამცავებს მას­თან კითხვები ქუ­თა­ის­ში გასხვი­სებულ ქო­ნებებთან და­კავ­ში­რებით ჰქონ­დათ.

თუმ­ცა, ამჟამად თევ­დო­რა­ძე „ახალ გა­ზეთ­თან" საუბარ­ში აცხადებს, რომ პრო­კურ­­ტუ­რის ერთ-ერ­თი შე­კითხვა, ქუ­თა­ის­ში პარ­კი­რების სა­კითხსაც შეეხებოდა. რო­გორც ჩანს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ თევ­დო­რა­ძის და­კითხვა ერთჯერა­დი პრო­ცე­სი იყო, რად­გან ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი ამ უწყებას მე­ტად აღარ შე­­წუხებია.

„პრო­კუ­რა­ტუ­რამ იმი­ტომ კი არ და­მიბარა, რომ „ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობიდან" გა­ვე­დი,

ავტორი: დეა მანაგაძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა