|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის დახურული შეხვედრა პარტიის აქტივთან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მედიისათვის დახურული იყო.

მუსიკალური სკოლის შენობაქში მოხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი  შეხვედრას მართავდა, ვერ შეძლეს რიგითმა მოქალაქეებმა. მათი თქმით, შენობაში ხალხს წინასწარ შდგენილი  სიების მიხედვით უშვებდნენ, ისინი კი სიაში არ აღმოჩნდნენ.

„ბაღდათელები უნდა შევხვედროდით პრეზიდენტს. გვინდოდა ჩვენი გასაჭირი მოგვეყოლა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. აქ ვინც არიან, მხოლოდ 10%–ს თუ ვიცნობთ. დანარჩენები ქუთაისიდან არიან ჩამოსული და ჯგუფ–ჯგუფად დადიან. ჩვენთვის გაურკვეველია ის სიები ვინ შეადგინა და რა კრიტერიუმით,“ – ამბობენ შეხვედრის მიღმა აღმოჩენილი მოქალაქეები.

პრეზიდენტთან დახურულ შეხვედრას ქუთაისის მერიის თანამშრომლები, მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე  და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ესწრებოდნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. გუბერნატორის განცხადებით კი, პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობის პრობლემების გაცნობის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა