|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერი სტრესს ევროპაში იხსნის"

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღძვანელის, მამუკა მღვდელაძის თქმით,  "ნაციონალური" ხელისუფლება ქალაქს ბოიკოტს უცხადებს, რის გამოც მერმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები უნდა დატოვონ. ამის შესახებ მღვდელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მღვდელაძის თქმით, ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე  ქალაქში შექმნილი ყოველი პოლიტიკური კრიზისის დროს სტრესის მოსახსნელად და გულის გადასაყოლებლად ევროპაში ორ კვირიან მივლინებებში დადის. ხოლო ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე პროკურატურაში ყოველი დაბარების შემდეგ ქალაქს მისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას უწყვიტავს.

„ახლა არის იმის შესაძლებლობა რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან მერიამ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 43 მილიონი ლარი წამოიღოს. თუმცა ქალაქი გაურკვევლობაშია. მერი ბიუჯეტის ხარჯებით ხან სამშენებლო მასალების,  ხან კიდევ, ელექტროავტომობილების გამოფენებზე დადის. ამიტომ, მერის დაბრუნების შემდეგ აუციელებელია მან და მისა მოადგილეებმა  თანამდებობები დატოვონ და ახალი მერი კონკურსის წესით შეირჩეს. ეს არ არის პოლიტიკური კაპრიზი,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა