|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნებისგან" უკმაყოფილო მოქალაქეები "ნაციონალების" აქციაზე მიდიან

საზოგადოებრივი მოძრაობა  „19 აპრილის“ წარმომადგენლებმა  ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეხვედრის ის მიზეზები განმარტეს, რომელთა გათვალისწინებით ისინი 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ „ნაციონალების“ აქციას უერთდებიან.

მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ  სურთ „ქართულ ოცნებას“ დაანახონ, რომ ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია მოქალაქეთა გაერთიანების სახით, რომელიც ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი არ არის.

გარდა ამისა,  "19 აპრილის" წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ  არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არ ყოფილან. თუმცა. ამ შემთხვევაში. მათი და „ნაციონალების“ მოსაზრებები ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ერთმანეთს ემთხვევა.

„მე არ მიმაჩნია, რომ „ნაციონალებში“ მყოფი ადამიანები კრიმინალები არიან. მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც, როდესაც გასული წლის 1 ოქტომბერს არჩევნები წააგეს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ვექტორი ევროინტეგრაციიდან რუსულ ორბიტაზე არ უნდა დაბრუნდეს,“ - ამბობს „19 აპრილის“ წარმომადგენელი ვასო გაბუნია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა