|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას მხოლოდ 2 პროექტს უფინანსებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას უწყებაში გაგზავნილი 13 პროექტიდან მხოლოდ ორს უფინანსებს.

როგორც  newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი, სამინისტრომ ქუთაისში გზების მოწყობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ქუთაისის მერიამ სამინისტროს 27 მილიონი ლარის ღირებულების  13 პროექტი გაუგზავნა.

პროექტები ქალაქში გზებისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის გარდა, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, ქალაქში არსებული ე.წ. „მაწანწალა ძაღლებისათვის“ თავშესაფრის მოწყობას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებდა.

როგორც ცნობილი ხდება,  სამინისტროს მიერ დაფინანსებული 2 პროექტის ღირებულება 15 მილიონს შეადგენს.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის სამინისტრო ტენდერს თავად გამოაცხადებს. ხოლო ძაღლსაფარის მოსაწყობად ზრუნვა მერიას მის მიერვე მოძიებული ფინანსების  მეშვეობით მოუწევს.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე