|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველ 655 ოჯახს დახმარების მიღება შეუწყვიტეს

ქუთაისში, სოციალური შემწეობას 655 ოჯახი ვეღარ მიიღებს. სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარების მიღება, მიმდინარე წლის თებერვალს შეუწყდათ. ამის შესახებ, ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში საუბრობენ.

მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ ბენეფიციარებისათვის სოციალური შემწეობის შეჩერება ფინანსთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

„ფინანსთა სამინიტრომ მოიპოვა ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ბენეფიციარს, ვისაც  შეუჩერდა საარსებო შემწეობის მიღება, გაუმჯობესებული ქონდა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. რამაც განაპირობა დახამარების შეჩერება“, – განმარატავს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი ხათუნა ცანავა. თუმცა, აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება თავიდანვე დაწერონ განცხადება დახმარების მიღებაზე.

ქუთაისში ამდროისათვის  სახელმწიფო „საარსებო შემწეობის“ პროგრამით 7 063 ოჯახი სარგებლობს.

„საარსებო შემწეობის“ პროგრამა 2006 წლიდან ხორციელდება. რომელიც, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ყოველთვიურ, ფულად დახმარებას სულადობის მიხედვით (სულზე 30 ლარი) ითვალისწინებს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა