|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ყოფილ "ნაციონალებს" ცხოველები უწოდეს

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი  „ნაციონალი“ დეპუტატები „ქართველ პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდნენ. 

დეპუტატებმა საკრებულოში „ნაციონალების“ ფრაქციის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადებები დღეს დაწერეს.

ქუთაისის მერიაში დღეს ფრაქციის სხდომა გაიმართა. სადაც ფრაქციის ხელმძღვანელმა კახა ნემსიწვერიძემ და მისმა კოლეგებმა თავიანთი გადაწყვეტილება იმ პირებს გააცნეს, რომლებიც „ნაციონალებში“ რჩებიან.

„ნაციონალები“ ქუთაისის საკრებულოში ამ ეტაპზე 9 დეპუტატმა დატოვა. მათ მიერ შექმნილ ახალ ფრაქციას საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე მერაბ მეშელიან იქნება.

"ნაციონალებში" დარჩენილმა წევრებმა კი ახალი, 4-კაციანი ფრაქცია შექმნეს, რომლის ხელმძღვანელად გია უკლება აირჩიეს.

უკლებამ ყოფილ „ნაციონალებს“ პოლიტიკური ცხოველები უწოდა, რომლებიც თანამდებობებისათვის  ყველაფერს კადრულობენ.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა