|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაწანწალა" ძაღლებმა მოსახლეობა დაკბინა

სოფელ გეგუთში მცხოვრები ორი მოსახლე რამდენიმე დღის წინ ცოფიანმა, "მაწანწალა" ძაღლებმა დაკბინა. ცოფი ცხოველებს, თბილისის ლაბორატორიაში დაუმტკიცდათ. ცოფიანი ძაღლებისგან დაკბენილებს მედიკოსებმა ცოფსაწინააღმდეგო აცრები უკვე გაუკეთეს.

"მაწანწალა" ძაღლებისგან  დაცული არც ქუთაისში მცხოვრები  მოსახლეობაა. ქალაქის ტერიტორიაზე, "უპატრონო" ცხოველების მომრავლება, მერიის მიერ გამოცხადებულმა და  ჩავარდნილმა ტენდერებმა გამოიწვია.

როგორც ირკვევა, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში,  მონაწლეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ აღარ გამოთქვა. რასაც ადგილობრივი თვითთმართველობა სამუშაოს სიძნელით ხსნის.

"რთული, 24 საათიანი, დამღლელი და არაეთიკური სამუშაოა. ალბათ ეს იყო მიზეზი კომპანიების მხრიდან ინტერესის გაქრობის," - ამბობს ქუთაისის მერიის  დასუფთავების სამსახურის უფროსი, ფრიდონ ბეშკენაძე. მისივე ინფორმაციით, სიტუაცია ბოლო ერთი თვის მანძილზე  შეიცვალა. რადგან უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე, პასუხისმგებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ინდ–მეწარმემ "სერგო ვერულაშვილი" აიღო.

ვინ და როგორ აპირებს მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებას, როგორია მათი სამუშაო პირობები, შეიცვლება თუ არა ძაღლების მოკვლის მეთოდი და რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში? სტატია იხილეთ დღეს newpress.ge-ზე.

 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა