|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა 75 ხმით შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი  პირველი მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, ცვლილებების პროექტში საუბარია იმაზე, რომ არასოდეს არ მოხდება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლება.  

„2006 წლიდან, რაც ეს კოდექსი მოქმედებდა, ათეულობით და ათასეულობით შემთხვევა არის, როდესაც დასაქმებულს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. კოდექსში ცვლილებების შემდეგ გადაიხედება ხელშეკრულებების საკითხი  და ადამიანებს იმის შიში არ ექნებათ, რომ მათ ერთთვიან ხელშეკრულებებს არ გაუგრძელებენ,“ - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ამ ეტაპზე დოკუმენტი მხოლოდ პრინციპების დონეზე მიიღეს. მისი მუხლობრივი განხილვა შემდეგი მოსმენისას იგეგმება, რა დროსაც შეიძლება დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა