|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიდრე "ნაციონალები" გამოხრავენ, მანამდე მიხედეთ ქუთაისს"

„მოვუწოდებ ქუთაისის მერიის  თანამშრომლებს, რომლებმაც  სააღდგომოდ პრემიები აიღეს, მოკიდონ ამ ფულს ხელი და გაჭირვებული ადამიანების ანგარიშზე გადარიცხონ. ესენი ქველმოქდებას საკუთარი ფულით არ აკეთებენ და ბიუჯეტის ხარჯზე მაინც გაიღონ მოწყალება,“ - ეს განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ  დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

წულაია newpress.ge-ს მიერ გავრცელებულ იმ მასალას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სააღდგომოდ მერიაში დასაქმებულ 628 თანამშრომელზე 364 650 ლარი გაიცა.

გოგი წულაიას განცხადებით, მერიის ჩინოვნიკების მიერ პრემიების  დარიგება ამორალურია იმ ფონზე, როდესაც ათეულობით ადამიანი გაჭირვებისგან იღუპება.

„ამორალურია, როდესაც მერიის წინ ბაყაყები ყიყინებენ, რადგან  შადრევნისთვის უსახსრობის მიზეზით თანხები არ გაიღეს. როდესაც ქუთაისში მუზეუმების ანგარიშები, სადაც ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრები ინახება, დაყადაღებულია. მე მოვუწოდებ ქუთაისის საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც პატრიოტები დაირქვეს, საბოლოოდ გაემიჯნონ „ნაციონალებს“. ხოლო ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მივმართვ, მანამდე მიიღონ გადაწყვეტილებები ქუთაისთან დაკავშირებით, ვიდრე ამათ გამოუხრავთ ქალაქი,“ - ამბობს წულაია.

შეგახსენებთ, რომ   ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, გასულ წელს პრემიებისათვის მილიონ 699 046 ლარი დაიხარჯა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა