|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში სააღდგომო პრემიებისთვის 50 ათას ლარამდე გაიცა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების სააღდგომო  პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 47 814 ლარი გაიცა.

საკრებულოს 12  დეპუტატზე (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები) 20 450 ლარი მიმდინარე წლის აპრილში იქნა გაცემული.

აპარატის 42 თანამშრომელზე სააღდგომოდ პრემიების სახით 27 364 ლარი იქნა გადანაწილებული.
საკრებულოში, ყველაზე მეტი პრემია, 2 750 ლარის ოდენობით, საკრებულოს  თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა მიიღო. მარგველაშვილის პირველ მოადგილეს, ლევან კირკიტაძეს 2 150 ლარი ერგო, მეორე მოადგილეს მერაბ მეშველიანს – 2 050 ლარი. დანარჩენმა 9 დეპუტატმა სათითაოდ 1500 ლარის ოდენობის პრემია მიიღო. 
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საკრებულოში პრემიებისათვის 220 150 ლარი იქნა გაცემული. 

 

ავტორი: თეკლა მორგოშია