|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა დავითაშვილი ქუთაისელებს: "თქვენ ადამიანები არ ხართ"

„მიეცით ქუთაისს განვითარების შანსი“, "ჩვენ ხალხი ვართ, ასე რატომ გვიყურებთ,“  „ნუ წამართმევ პარლამენტს,“ - ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან  საკანონმდებლო ორგანოს  ქალაქში დარჩენის მომხრეებმა აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორის ელისო კეთილაძის თქმით, აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

კეთილაძე აპირებს რომ აქციას უფრო ხშირი სახე მიეცეს.

„ვაპირებთ დაიწყოს მოძრაობა რომ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ამ ქალაქს შეუნარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა.

აქციის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამეტის ქუთაისში დარჩენის მომხრეებსა და უმრავლესობის დეპუტატს კობა დავითშვილს შორის. დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს „მეცოცხეები“, „ბაჩო ახალაიები“ და  „ნაციონალები“ უწოდა.

„თქვენ ადამიანები არ ხართ, თქვენ "ნაციონალები“ ხართ", - უთხრა დავითაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა