|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატი "პატრიოტების" ლიდერისგან ერთ თეთრს ითხოვს

ქუთაისის მერობის ერთ–ერთმა კანდიდატმა შერმადინ მიქელთაძემ, "პატრიოტების" ლიდერის დავით თანრხან – მოურავის წინააღმდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

მიქელთაძის თქმით, მისი გაღიზიანება თანრხან–მოურავის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ქუთაისის ახალ მერს არა საკონკურსო კომისია, არამედ ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს. 
მერობის კანდიდატის თქმით, მან თარხან–მოურავს ქუთაისელებისათვის ბოდიშის მოსახდელად გონივრული ვადა მისცა. თუმცა მიქელთაძის განმარტებითვე, თარხან– მოურავმა ვადა არ გამოიყენა, რის გამოც იგი იძულებული გახდა სასამართლოში ეჩივლა. 
შერმადინ მიქელთაძე თარხან–მოურავისგან ქუთაისელებისათვის ბოდიშის მოხდის გარდა, ქალაქის ბიუჯეტში ერთი თეთრის გადარიცხვასაც ითხოვს. რადგან მისი თქმით, მოურავის განცხადება ერთი თეთრის ღირებულებისაა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე