|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დეპუტატმა დედა მაგინა, თავს დავიწვავ"

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მცხოვრები ვახტანგ ბერიკაშვილი  ქუთაისის მერიის წინ თავის დაწვას გეგმავს.

ბერიკაშვილის თქმით, ის „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა. კერძოდ, როგორც მოქალაქე განმარტავს,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბერიკაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მას დახმარებას დაპირდა, თუმცა შემდეგ უარი უთხრა.

„დღეს ნიშნიანიძესთან რომ მივედი და მიზეზი ვკითხე, რის გამოც თანხა არ გადმომირიცხა, დედა მაგინა. ასე ცხოვრება აღარ  შემიძლია, თავს დავიწვავ,“ - ამბობს ვახტანგ ბერიკაშვილი.

ომარ ნიშნიანიძე კი აცხადებს, რომ თანასოფლელის ბრალდებები უსაფუძვლოა და მან დეპუტატს პირიქით, აგინდა. "მეც და ბიძინასაც გვაგინდა," – აცხადებს ნიშნიანიძე.

 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე