|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შრომის კოდექსზე დეპუტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს

შრომის კოდექსის ყველა სადაო პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტულ მუხლებზე ვერ ისაუბრებს.

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, მიღწეული შეთანხმების  იურიდიული ფორმულირება დღეს, ღამის განმავლობაში მოხდება, ხოლო შეთანხმების დეტალები ხვალ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გახდება ცნობილი.   

„შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, რის გამოც უმრავლესობის წევრები და  იუსტიციის მინისტრის მოადგილე პარლამენტის თავმჯდომარესთან  დაახლოებით ერთი  საათის განმავლობაში თათბირობდნენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა