|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში ობიექტების 1 ლარად გადაცემას ითხოვენ

ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდებარე შე­ნობებზე და­შე­ნებული მან­სარ­დების და­კა­ნო­ნებას ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რებლები ითხოვენ.  

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №2-ში მცხოვ­რებლები ქა­ლა­ქის მე­რი­ას მი­მარ­თა­ვენ, მათ საცხოვ­რებელ სახლზე და­შე­ნებული და­მა­ტებითი სარ­თუ­ლის სიმბოლურ ფა­სად გა­და­ცე­მის მოთხოვ­ნით.

ად­გი­ლობრი­ვების განცხადებით, ისი­ნი ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლობას იმ და­პი­რების შეს­რუ­ლებას სთხოვენ, რო­მე­ლიც მან­სარ­დების აშე­ნების დროს მი­­ღეს.

„ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა მა­შინ ჩვენს კუთ­ვნილ შე­ნობებზე და­შე­ნებული და­მა­ტებითი სარ­თუ­ლის სიმბოლურ ფა­სად გად­მო­ცე­მას დაგ­ვპირ­და. თუმ­ცა, პი­რობა ამ­დრომ­დე პი­რობად რჩება. თუ­კი მე­რი­ას ამის გა­ღება არ შე­უძ­ლია მზად ვარ ოთხი ლა­რით მე­ტი გა­და­ვიხადო და მან­სარ­დები ხუთ ლა­რად შე­ვისყიდო", - ამბობს თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №3-ში მდებარე კერ­ძო ობიექ­ტის მე­პატ­რო­ნე, ლია სვა­ნი­ძე.

ანა­ლო­გი­­რი მოთხოვ­ნა აქვთ, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №2-ში მცხოვ­რებლებს. ად­გი­ლობრი­ვი მკვიდ­რის ლე­ვან კი­ლა­ძის გან­მარ­ტებით, მათ საცხოვ­რებელ სახლებზე და­შე­ნებული მან­სარ­დი მო­სახლეობა უნ­და გა­და­­ცეს.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდებარე ობიექ­ტზე მან­სარ­დების მშე­ნებლობა 2012 წლის გა­ზაფხულ­ზე და­იწყო. ქა­ლა­ქის მა­შინ­დე­ლი მე­რი გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე  და­მა­ტებითი სარ­თუ­ლების „გა­ნა­წი­ლების" რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­­ზე საუბრობდა. ერთ-ერ­თი ვერ­სია სწო­რედ ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რებლებისათ­ვის მან­სარ­დების გა­და­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებდა.

მან­სარ­დები თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №2-ში, №30-ში, №4-ში, გე­ლა­თის ქუ­ჩა №2 და ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ბრო­სეს ქუ­ჩების კუთხის შე­ნობა №51-ზე არის და­შე­ნებული. 

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მო­სახლეობის მოთხოვ­ნა ლო­გი­კუ­რი­ა. თუმ­ცა, მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლება ამ ეტაპ­ზე  თვით­მმარ­თვე­ლობის ძა­ლებს აღე­მა­ტება.

რატომ ვერ ასრულებს დაპირებას თვითმმართველობა და ვისზე გადის პასუხისმგებლობა. ნახეთ სტატია მალე newpress.ge-ზე.

რა ხდება რეაბილიტირებულ მანსარდებს მიღმა? – იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა