|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალ მერს იმპიჩმენტი ემუქრება

ქუთაისის მერს შესაძლოა იმიპიჩმენტი გამოუცხადონ. ახლადანიშნული მერის შესაძლო გადაყენების შესახებ დღეს  "საქართველოს პატრიოტთა ალიანისის" იმერეთის  რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა  თევდორაემ განაცხადა.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ისეთივე ერთსულოვანი ვიქმებით ქუთაისის მერის გადარჩევის დროსაც, როგორი ერთსულოვანი იყო მისი არჩევის დროს", – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გოჩა თევდროაძემ. ისი თქმით, ქალაქის მერს იმპიჩმენტი მას შემდეგ დაემუქრება, რაც ის თავის დაპირებას,  ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას არ დაიწყებს.

"პატრიოტები" ქალაქის მერს ქმედითი ნაბიჯის გატარებისკენ მოუწოდებენ. მერიის სამსხურები პარალიზებულია რის გამოც, მერია დაკისრებულ ვალდებულებებს მოსახლეობის წინაშე თავს ვერ ართმევს", – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობა სწორედ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსს" აქვს.

დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერად მიმდიანრე წლის 5 ივნისს დაამტკიცეს. მას მხარი საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანისის" წევრებმა დაუჭირეს.

დიმიტრი კოპალიანი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქუთაისის რიგით მეათე მერია.
მის წინამორბეს, ბესიკ ბრეგაძეს, თანამდებობის დატოვეა საკრებულოს მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების გამო მოუხდა.   
 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა