|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვში ფრენის ღირებულება 40 ევროდან იწყება

1 ივლისს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხარკოვის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.

ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვში შესრულებული პირველი რეისი ავიაკომპანიავიზაირი“ – მიერ განხორციელდა. (იხილეთ ვიდეო)

კომპანია "ვიზაირში" აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფრენის ღორებულება 40 ევროდან იწყებაბილეთის ფასი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეიძენს მას მგზავრი.

ავიაკომპანიავიზაირი“ ხარკოვის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ქეთევან ალექსიძე ამბობს, ავიაკომპანია „ვიზაირის“ მხრიდან ხარკოვის მიმართულებით რეისის შესრულება საქართველოში საგრძნობლად გაზრდის ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას.

იხილეთ ვიდეო

 

 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა