|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტთან დასახვედრად პედაგოგები დაიბარეს

ამ წუთებში ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. მასთან დასახვედრად ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაიბარეს.

– "რა არის ამდენი დაბარება და ფორმალობები, აღარ მობეზრდათ?!"

– "ხო მეც დამიბარეს და ამიტომ მოვდივარ"

– "დიდხანს ვერ გავჩერდები, მოსწავლე მყავს დაბარებული, რომ წამოვიდე ვინ რას გაიგებს?"

ასეთი დიალოგი მიმდინარეობდა სკოლის პედაგოგებს შორის, რომლებიც სააკაშვილთან დასახვედრად გამოიძახეს.

დღეს პრეზიდენტი ქუთაისში რამდენიმე ობიექტს გახსნისსავარაუდოდ, 17:00 საათისთვის, პრეზიდენტი ახალაშენებულ კლინიკურ საავადმყოფოს ესტუმრება, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი და იქვე,  სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. სწორედ კლინიკურ საავადმყოფოსთან დაიბარეს პედაგოგები.

ასევე, საგანგებოდ ამზადებენ სხვა ობიექტებსაც, რომელსაც პრეზიდენტი დღეს მოინახულებს. ამ წუთებში თეთრ ხიდთან მდებარე, ებრაული ინვესტიციით აშენებულ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.


ადგილზე მობილიზებულია პოლიციის წარმომადგენლები.


ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა