|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინოშვილის ბაღში საცხოვრებელი კორპუსი შენდება?

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. ამის შესახებ თავად ადგილობრივი მცხოვრებლები საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აზომვითი სამუშაოები იქნა ჩატარებული.

"როგორც ჩვენამდე ამბვავი მოვიდა, საცხოვრებელ კორპუსს აშენებენ და ჩვენ ადგილობრივებს არ გვსურს მისი აშენება. ეს არის რეკრეაციული ზონა, სადაც ასეთი მშენებლობები არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, ჩვენ არაფერს გეკითხებიან," – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მარინა ჩაჩხიანი.
ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ჭორის დონეზე ფლობენ, მაგრამ მათთვის მშენებლობის შესახებ ნებართვის მისაღებად არავის მიუმართავს.
"არ ვიცი ვის მოაფიქრდა ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენი სამსახური შეეცდება ისეთი ნებართვები არ გასცეს, რომელიც უკანონო იქნება და მოსახლეობას დააზარალებს," – აცხადებს აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილი.
ნინოშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს მოხდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია